მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაში

17:52, 30.10.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაში, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხდომის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას.

სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა მე-11 მთავრობათაშორისი კომისიის ოქმს მოაწერეს ხელი. სხდომაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

მსგავსი