მაკა ბოჭორიშვილი - ვინც „მეგობარი აქტის“ მიღებას ლობირებს, ვერ განიხილება საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაძლიერების მომხრედ
მაკა ბოჭორიშვილი - ვინც „მეგობარი აქტის“ მიღებას ლობირებს, ვერ განიხილება საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაძლიერების მომხრედ

მგონი, ქართულ საზოგადოებას კითხვები არ აქვს ამ კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც მიზანმიმართულად ავრცელებს ძალიან ბევრ არასწორ ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის შესახებ და პირდაპირ არის საქართველოსთან არამეგობრულ დამოკიდებულებაში ჩართული, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჯო უილსონის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ჯო უილსონი ლობირებას უწევს საქართველოსთან არამეგობრული ურთიერთობების განვითარებას.

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ „მეგობარ აქტში“ არაფერია მეგობრული, ეს არის საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების დამაზიანებელი. შესაბამისად, ვინც ლობირებს ამ დოკუმენტის მიღებას, რა თქმა უნდა, ვერ განიხილება საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაძლიერების მომხრედ“, – განაცხადა მინისტრმა.

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს: „ჩვენ გვჭირდება „მეგობარი აქტი““.