მაკა ბოჭორიშვილი - ველოდები, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ პოზიტიურ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად რეგიონს, გეოპოლიტიკურ ვითარებას
მაკა ბოჭორიშვილი - ველოდები, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ პოზიტიურ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად რეგიონს, გეოპოლიტიკურ ვითარებას

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოსთან დაკავშირებით და ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, ამავდროულად, სტატუსზე დადებითი გადაწყვეტილება სჭირდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად რეგიონს, გეოპოლიტიკურ ვითარებას.

რაც შეეხება ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის დასკვნით განცხადებას, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ეს ადასტურებს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციას.

„რაც შეეხება სამიტს და მიღებულ დოკუმენტს, ეს არის ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს პოზიცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, ამ სამი ქვეყნის ერთად ევროკავშირში ინტეგრაციას და რეფორმებს, რაც სჭირდება სამივე ქვეყნისთვის ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ დეკემბერში ველოდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეკრებას, რომლებიც კიდევ ერთხელ განიხილავენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საკითხს. ეს გადაწყვეტილება, დოკუმენტი ერთგვარად კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ პოზიციას, რაც, იმედი მაქვს, დეკემბერში უკვე აისახება შემდგომ გადაწყვწტილებაში კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველომ გააკეთა ყველაფერი, რათა შეესრულებინა 12 რეკომენდაცია, ასევე იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რა მოცემულობაშიც არის ჩვენი რეგიონი, მაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოსთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება სჭირდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად რეგიონს, გეოპოლიტიკურ ვითარებას, რათა მყარად გავაგრძელოთ სვლა ევროკავშირის გზაზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.