მაკა ბოჭორიშვილი - უნგრეთის პარლამენტის მხრიდან პირველი გზავნილია, რომ უნგრეთი იქნება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე
მაკა ბოჭორიშვილი - უნგრეთის პარლამენტის მხრიდან პირველი გზავნილია, რომ უნგრეთი იქნება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე

უნგრეთის პარლამენტის მხრიდან პირველი გზავნილი არის ის, რომ უნგრეთი რჩება და იქნება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უნგრეთი თვლის, რომ საქართველო არის დამატებითი ღირებულება ევროკავშირისთვის და, რა თქმა უნდა, გააგრძელებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერას, იქნება ეს პოლიტიკური თუ სხვა თანამშრომლობის კუთხით.

„ვისაუბრეთ პარლამენტებს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზეც, რაც მნიშვნელოვანი იქნება ევროინტეგრაციის პროცესისთვის და ასევე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერებაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველო მტკიცედ იყოს ეკონომიკურად დაკავშირებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. დამატებით, ვისაუბრეთ იმ პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მისი ფუნქციისთვის და უნგრეთისთვის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უნგრელ კოლეგებთან. ის მხარდაჭერა, რომელიც აქ გამოითქმის საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამან ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს სტრატეგიული მიზნის მიღწევაში, რასაც ევროკავშირში ინტეგრაცია ჰქვია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.