მაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას, ანიტა ორბანს შეხვდა

00:01, 25.09.2026

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა უნგრეთის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ანიტა ორბანთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს ატარებს. ყურადღება დაეთმო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.

„მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობაზე დაკავშირებადობის მიმართულებით და აღნიშნეს მწვანე დერეფნის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე ასევე  განხილულ იქნა ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხები და უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

მინისტრებმა გამოხატეს რეგულარული დიალოგის გაგრძელების მზაობა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი