მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

10:44, 24.11.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან.​

მსგავსი