მაკა ბოჭორიშვილი - მომავალ კვირაში ევროპელი ლიდერები საქართველოზე იმსჯელებენ, ვიტოვებ იმედს, რომ ეს მსჯელობა ობიექტურ რეალობას დაემყარება და ევროკავშირი არასწორი აღქმებით არ იხელმძღვანელებს
მაკა ბოჭორიშვილი - მომავალ კვირაში ევროპელი ლიდერები საქართველოზე იმსჯელებენ, ვიტოვებ იმედს, რომ ეს მსჯელობა ობიექტურ რეალობას დაემყარება და ევროკავშირი არასწორი აღქმებით არ იხელმძღვანელებს

მომავალ კვირაში ევროპელი ლიდერები საქართველოზე იმსჯელებენ. ვიტოვებ იმედს, რომ ეს მსჯელობა ობიექტურ რეალობას დაემყარება და გადაწყვეტილებების მიღებისას ევროკავშირი არასწორი აღქმებით არ იხელმძღვანელებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისრტთან, პიტერ სიიარტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო მადლობას უხდის უნგრეთს, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, მტკიცე მხარდაჭერისთვის.

„მტკიცე მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი უნგრეთს, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას. როგორც პარლამენტის წევრს, მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო უნგრეთის თავმჯდომარეობის მიერ ორგანიზებულ საპარლამენტო ღონისძიებებში. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს პარლამენტში, რომელთაც ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს. დაბოლოს, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, ბატონო მინისტრო, და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობათა შემდგომ გაღრმავებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთში ვიზიტით იმყოფება.