მაკა ბოჭორიშვილი - მნიშვნელოვანია, მხარდამჭერთა რიცხვი გაიზარდოს ევროპარლამენტში და რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით
მაკა ბოჭორიშვილი - მნიშვნელოვანია, მხარდამჭერთა რიცხვი გაიზარდოს ევროპარლამენტში და რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით

კოლეგების მხრიდან არაერთი მხარდამჭერი პოზიცია მოვისმინეთ. მნიშვნელოვანია, მხარდამჭერთა რიცხვი გაიზარდოს ევროპარლამენტში და რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ევროპარლამენტარებს სწორი, ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეთ.

„დღეს შეხვედრა გვექნება ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან და რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელ პირებთან, ასევე ევროპარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის წევრებთან. ისევ და ისევ საუბარი შეეხება საქართველოს ევროპულ მომავალს და იმ მოსაზრებებს, პოზიციებს, რაც ევროპარლამენტში  საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს. არაერთი მხარდამჭერი პოზიცია მოვისმინეთ ჩვენი კოლეგების მხრიდან და მნიშვნელოვანია, მხარდამჭერთა რიცხვი გაიზარდოს ევროპარლამენტში და რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, კრიტიკული მოსაზრებების ევროპარლამენტარებთან შეხვედრებიც გვექნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ სწორი, ობიექტური ინფორმაცია, თუმცა შემდგომ მათი პოზიციები დიდწილად დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. ესეც ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული. ჩვენი მხრიდან არის კიდევ ერთი ძალისხმევა, რომ რა პროცესშიც საქართველოა – ემზადება ევროკომისიის ანგარიშისთვის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, მაქსიმალურად იყოს მობილიზებული პოლიტიკური მხარდაჭერა როგორც წევრ ქვეყნებში, ისე ევროკავშირის ინსტიტუტებში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.