მაკა ბოჭორიშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ახალი წლის ღამეს შვეიცარიაში ტრაგიკული აფეთქების გამო, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები

12:32, 02.01.2026

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელ „იქსზე“ ეხმაურება.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ახალი წლის ღამეს კრანს-მონტანაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები, და ყველა დაშავებულს. ჩვენი ფიქრები და სოლიდარობა შვეიცარიელ ხალხთანაა“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი.

ცნობისთვის, აფეთქება პირველ იანვარს, ადგილობრივი დროით 01:30 საათზე სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში, Le Constellation Bar and Lounge-ში მოხდა, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ. სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად დაღუპულია 40-მდე ადამიანი, 100 მეტი ადამიანი კი დაშავდა.

მსგავსი