მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთან მიმართებაში ბოლო წლებში მიღებული რეზოლუციები არაზუსტი ინფორმაციით გამოირჩევა და პარტნიორულ ურთიერთობებს არ შეესაბამება
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთან მიმართებაში ბოლო წლებში მიღებული რეზოლუციები არაზუსტი ინფორმაციით გამოირჩევა და პარტნიორულ ურთიერთობებს არ შეესაბამება

საქართველოსთან მიმართებაში ევროპარლამენტის მიერ ბოლო წლებში მიღებული რეზოლუციები არაზუსტი ინფორმაციებით, უზუსტო დებულებებით და მოწოდებებით გამოირჩევა, რომლებიც საერთოდ არ შეესაბამება პარტნიორებს შორის ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მის თქმით, რთულია სერიოზულად მიიღო და სერიოზულად ისაუბრო ისეთი დოკუმენტების შინაარსზე, რომლებიც რეალობას არის აცდენილი.

„იმ პროექტს, რომელიც ევროპარლამენტში განიხილება და, ზოგადად, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან მიმართებაში ბოლო წლებში მიღებული რეზოლუციები, გამოირჩევა უზუსტო ინფორმაციებით, უზუსტო დებულებებით და მოწოდებებით, რომლებიც საერთოდ არ შეესაბამება პარტნიორებს შორის ურთიერთობებს. შესაბამისად, ასეთ პირობებში ძალიან რთულია, სერიოზულად მიიღო და სერიოზულად ისაუბრო ისეთი დოკუმენტების შინაარსზე, რომლებიც რეალობას აბსოლუტურად არის აცდენილი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.