მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის გაფართოების ყველაზე დიდი სკეპტიკოსი ქვეყნებიც მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, რაც გვაფიქრებინებს, რომ საქართველო მიიღებს სტატუსს
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის გაფართოების ყველაზე დიდი სკეპტიკოსი ქვეყნებიც მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, რაც გვაფიქრებინებს, რომ საქართველო მიიღებს სტატუსს

ევროკავშირის გაფართოების ყველაზე დიდი სკეპტიკოსი ქვეყნებიც მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, რაც გვაფიქრებინებს, რომ საქართველო მიიღებს სტატუსს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ოპტიმიზმის საფუძველია ის, რაც რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველომ გააკეთა, ასევე ის, რაც 2014 წლიდან მოყოლებული ქვეყანას აქვს გაკეთებული ევროინტეგრაციის პროცესში.

„აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად საფუძვლიანად შეგვიძლია, ვიფიქროთ, რომ საქართველო ნამდვილად მყარად დგას, ერქვას კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ძალიან მასშტაბური სამუშაოები გავწიეთ, ასევე, პარტნიორებთან. ერთ წელზე მეტია, ძალიან ინტენსიური კონსულტაციები გვაქვს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს საქართველოს სასარგებლო. ვიცით, რომ განსხვავებული მოსაზრებებია ძალიან ხშირად გაფართოების პროცესთან დაკავშირებით, მაგრამ უნდა ითქვას, რომ გაფართოების პროცესის ყველაზე დიდი სკეპტიკოსი ქვეყნები ვინც არიან, დღეს ისინიც კი ძალიან მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. სწორედ ეს გვაფიქრებინებს, გვაძლევს იმედს და საფუძველს, ვიფიქროთ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და მომავალ წლებში უკვე კანდიდატის სტატუსით გავაგრძელებთ ევროინტეგრაციის პროცესს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.