მაისურაძე ბაქოს გრანდ სლემის მერვედფინალშია - ინანეიშვილი მეოთხედფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს მედლების მოსაპოვებლად ხუთი ქართველი გამოვიდა.
90კგ-ში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ აზერბაიჯანელი შიკჰალიზადე მარტივად, შებოჭვით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
ახალგაზრდა მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა სლოვაკ მეტოქეს სძლია და მეოთხედფინალში იასპარეზებს.
ამავე წონაში პირველივე დაპირისპირებაში ტურნირს მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი დაემშვიდობა.
ცოტა ხნით ადრე შეჯიბრზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ილია სულამანიძემ (100კგ). ბაქოს გრანდ სლემზე ჯერ არ ჩაუტარებია პირველი შეხვედრა მძიმეწონოსან ქალს სოფიო სომხიშვილს.
შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც გუშინ ბაქოს გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.