მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ჰესენის ევროპისა და ფედერალურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს საოკუპაციო ხაზზე არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა
მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ჰესენის ევროპისა და ფედერალურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს საოკუპაციო ხაზზე არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა

მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის ევროპისა და ფედერალურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, ლუსია პუტრიხთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება.

გენერალურმა კონსულმა ლუსია პუტრიხს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ, მათ შორის გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ადგილობრივი მცხოვრებლების გატაცებისა და ასევე თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატებები და გერმანია-საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა პრესსამსახური ავრცელებს.