„მაიკროსოფტი“ ევროპაში ახალი ჰაკერული შეტევების შესახებ იუწყება
„მაიკროსოფტი“ ევროპაში ახალი ჰაკერული შეტევების შესახებ იუწყება

„მაიკროსოფტი“ ევროპაში ახალი ჰაკერული შეტევების შესახებ იუწყება. კორპორაციის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა დაჯგუფება „სტრონტიუმმა“ მოაწყო, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთანაა დაკავშირებული. აღნიშულ ჯგუფს ასევე ადანაშაულებენ ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბზე თავდასხმაშიც.

ამერიკული კორპორაციის ცნობით, ჰაკერების სამიზნე ევროპული პოლიტიკური კვლევითი ცენტრები გახდნენ. მათ შორის არის „გერმანული საგარეო პოლიტიკური საზოგადოების“ თანამშრომლების 104 ანგარიში. ასევე გერმანიის მარშალის ფონდი და ასპენის ინსტიტუტის ფილიალები.

როგორც „მაიკროსოფტში“ აცხადებენ, ჰაკერებს აინტერესებდათ ინფორმაცია, რომელიც ბელგიასთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, პოლონეთთან, რუმინეთთან და სერბეთთანაა დაკავშირებული.

კიბერიერიშის შესახებ ინფორმაცია ამერიკული კორპორაციის დაქვემდებარებაში მყოფმა ცენტრმა მიიღო, რომელიც უსაფრთხოების სფეროში დაზვერვას აწარმოებს და ციფრულ დანაშაულს ებრძვის.