მაიკლ რუბინი - საქართველოს მიღწევებზე რეგიონის სხვა ქვეყნები თუ ისწავლიან, კავკასია ბევრად უკეთესი იქნება
მაიკლ რუბინი - საქართველოს მიღწევებზე რეგიონის სხვა ქვეყნები თუ ისწავლიან, კავკასია ბევრად უკეთესი იქნება

იმედი მაქვს, საქართველოს მეზობელი ქვეყნები საქართველოსგან აიღებენ მაგალითს და იქნებიან უფრო დემოკრატიულები, მშვიდობის მოყვარულები და ტოლერანტულები, – ამის შესახებ ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის მკვლევარმა, მაიკლ რუბინმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს განაცხადა.

„2021 წელს საქართველოს, პირველ რიგში, უკეთეს სამეზობლოს ვუსურვებდი, მაგრამ ეს შეუძლებელია. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მეზობელი ქვეყნები საქართველოსგან აიღებენ მაგალითს და იქნებიან უფრო დემოკრატიულები, მშვიდობის მოყვარულები და ტოლერანტულები. საქართველოს მიღწევებზე რეგიონის სხვა ქვეყნები თუ ისწავლიან, ვფიქრობ, რომ კავკასია ბევრად უკეთესი რეგიონი იქნებოდა“, – განუცხადა რუბინმა „ამერიკის ხმას“.