მაიკლ მაკფოლი - ბაიდენ-პუტინის ბოლო შეხვედრაზე, ათი წლის წინ, საქართველო მთავარი თემა იყო, ახლა არავინ განიხილავს ოკუპაციას
მაიკლ მაკფოლი - ბაიდენ-პუტინის ბოლო შეხვედრაზე, ათი წლის წინ, საქართველო მთავარი თემა იყო, ახლა არავინ განიხილავს ოკუპაციას

მაიკლ მაკფოლი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ ათი წლის წინ, ბაიდენ-პუტინის ბოლო შეხვედრაზე საქართველო მთავარი თემა იყო, ბოლო შეხვედრაზე საქართველოს ოკუპაციის საკითხი არ განიხილებოდა.

მაკფოლი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ შესაძლოა, იგივე ბედი ყირიმის საკითხმაც გაიზიაროს.

„ეს ხდება, როდესაც დასავლეთი ივიწყებს წარსულს და ფოკუსირებულია მომავალზე, ათი წლის წინ ბაიდენ-პუტინის ბოლო შეხვედრაზე საქართველო მთავარი თემა იყო. ახლა არავინ განიხილავს ოკუპაციას. ვღელავ ყირიმისთვის იგივე ბედის გამო. არასდროს დაივიწყო“, – წერს მაიკლ მაკფოლი.

რუსეთისა აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა 16 ივნისს ჟენევაში გაიმართა.