მაიკლ კარპენტერი - რუსეთის ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში ინტეგრირება შეცდომა იყო
მაიკლ კარპენტერი - რუსეთის ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში ინტეგრირება შეცდომა იყო

რუსეთის ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში ინტეგრირება შეცდომა იყო, – აღნიშნულის შესახებ, ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა უკრაინულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კარპენტერის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ვარაუდი, რომ რუსეთის მოდერნიზაციის კურსს მისი დემოკრატიზაცია მოჰყვებოდა და რაც უფრო გამდიდრდებოდა რუსეთის ფედერაცია, ის უფრო პასუხისმგებელი საერთაშორისო მოთამაშე გახდებოდა.

„დასავლეთის ქვეყნებმა გადაწყვიტეს რუსეთის ინტეგრირება ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში, მათ შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, იარაღის კონტროლის მრავალდონიან სისტემებში. ამის მიუხედავად, რუსეთმა დაარღვია უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემის ყველა ნორმა და პრინციპი, საერთაშორისო წესები. ეს არის დასავლეთის პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური ჩავარდნა რუსეთის მიმართ“, – განაცხადა ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა.

მსოფლიო ინსტიტუტების ეფექტური თანამშრომლობის შესაძლებლობის კომენტირებისას, რომლებიც, გარდა დემოკრატიებისა, ავტოკრატიებსაც მოიცავს, კარპენტერმა აღნიშნა, რომ ამისთვის ბევრი გამოწვევა უნდა იქნას გადალახული. ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის არაპროვოცირებული აგრესია მეორის წინააღმდეგ, არამედ ეხება ძირითად პრინციპებს და არ შეიძლება საერთაშორისო საზღვრების ძალის გამოყენებით დაღვევა.

„ეუთო წყვეტს, როგორი ორგანიზაცია შეიძლება გახდეს მომავალში. ერთადერთი დადებითი, რასაც მე ვხედავ ამ სიტუაციიდან არის ის, რომ რუსეთი გახდა აბსოლუტურად იზოლირებული. არც ერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. ზოგიერთ ქვეყანას გაჩუმება ურჩევნია, თუმცა რუსეთს არავინ იცავს“, – აღნიშნა კარპენტერმა.