მაიკლ ჯორდანმა „შარლოტ ჰორნეტსი“ გაყიდა #1TVSPORT
მაიკლ ჯორდანმა „შარლოტ ჰორნეტსი“ გაყიდა #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ექვსგზის ჩემპიონმა მაიკლ ჯორდანმა გაყიდა „შარლოტ ჰორნეტსის“ აქციათა საკონტროლო პაკეტი.

როგორც NBA-ის კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, გუნდი შეიძინა ინვესტორთა ჯგუფმა, რომელსაც სათავეში უდგანან გეიბ პლოტკინი და რიკ შნელი. ისინი გახდებიან კომპანია Hornets Sports & Entertainment-ის თანათავმჯდომარეები და ყოველ ხუთ წელიწადში შეცვლიან ერთმანეთს კლუბის ხელმძღვანელის პოსტზე. „შარლოტის“ პირველი ხელმძღვანელი შნელი იქნება.

საკონტროლო აქციათა გაყიდვის შემდეგ ჯორდანმა შეინარჩუნა „ჰორნეტსის“ მინორიტარული პაკეტი და დარჩა კლუბის სტრუქტურაში.