ლეგენდარული კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის იშვიათი ბარათი მისივე ხელმოწერით, აუქციონზე 95 ათას დოლარად გაიყიდა, – იტყობინება ClutchPoints. 1997 წლის ბარათზე, „ჩიკაგოს“ ყოფილი კალათბურთელი გამოსახულია „ყველა ვარსკვლავის მატჩზე“ აღმოსავლეთის ნაკრების ფორმით. მყიდველის ვინაობა უცნობია.
სულ მსოფლიოში 23 მსგავსი ბარათი არსებობს. ერთ-ერთი ასეთი ბარათი 2014 წელს, 46 ათას დოლარად გაიყიდა.
ამჟამად, მაიკლ ჯორდანი NBA-ის კლუბის „შარლოტ ჰორნეტსის“ მფლობელია.