მაიკლ ჯორდანი ვაქცინაციის შესახებ - მჯერა მეცნიერების და მხარს ვუჭერ ლიგას #1TVSPORT
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ლეგენდარულმა მოთამაშემ, „შარლოტ ჰორნეტსის“ მფლობელმა მაიკლ ჯორდანმა განაცხადა, რომ იწონებს ლიგის ყველა მოქმედებას, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისკენ არის მიმართული.
„NBA-ის პროტოკოლი არ იწვევს ჩემში არანაირ შეშფოთებასა და წინააღმდეგობას. სრულად ვეთანხმები ლიგას. ყველანი ლაპარაკობენ ვაქცინაციაზე და შემიძლია ვთქვა, რომ მჯერა მეცნიერების და ბოლომდე ამ პოზიციას დავიცავ“, – განაცხადა ჯორდანმა.
NBA-ის ახალი წესები კორონავირუსთან დაკავშირებით კალათბურთელებისთვის მკაცრ შეზღუდვებს ითვალისწინებს, რომლებსაც ვაქცინაცია არ გაუვლიათ. ბოლო მონაცემებით, ლიგის მოთამაშეთა 95 პროცენტი ვაქცინირებულია.