მაიკლ ჯორდანი ვაქცინაციის შესახებ – მჯერა მეცნიერების და მხარს ვუჭერ ლიგას #1TVSPORT

15:05, 12.10.2021

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ლეგენდარულმა მოთამაშემ, „შარლოტ ჰორნეტსის“ მფლობელმა მაიკლ ჯორდანმა განაცხადა, რომ იწონებს ლიგის ყველა მოქმედებას, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისკენ არის მიმართული.

„NBA-ის პროტოკოლი არ იწვევს ჩემში არანაირ შეშფოთებასა და წინააღმდეგობას. სრულად ვეთანხმები ლიგას. ყველანი ლაპარაკობენ ვაქცინაციაზე და შემიძლია ვთქვა, რომ მჯერა მეცნიერების და ბოლომდე ამ პოზიციას დავიცავ“, – განაცხადა ჯორდანმა.

NBA-ის ახალი წესები კორონავირუსთან დაკავშირებით კალათბურთელებისთვის მკაცრ შეზღუდვებს ითვალისწინებს, რომლებსაც ვაქცინაცია არ გაუვლიათ. ბოლო მონაცემებით, ლიგის მოთამაშეთა 95 პროცენტი ვაქცინირებულია.

მსგავსი