ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კლუბის, „შარლოტ ჰორნეტსის“ მფლობელი მაიკლ ჯორდანი მოლაპარაკებებს აწარმოებს გუნდის მაჟორიტარულ აქციათა გაყიდვაზე.
როგორც ESPN-ი იტყობინება, პოტენციური მყიდველები არიან გეიბ პლოტკინი და რიკ შნელი. ეს უკანასკნელი „ატლანტა ჰოქსის“ მინორიტარული მფლობელია.
ვარაუდობენ, რომ ჯორდანი შეინარჩუნებს „შარლოტის“ მინორიტარულ წილს.
ლეგენდარულმა კალათბურთელმა „შარლოტში“ წილი 2006 წელს შეიძინა, 2009 წელს კი კლუბის მაჟორიტარული მფლობელი გახდა.