მაიკლ ჯორდანი ბაჰამის კუნძულებს მილიონი დოლარით დაეხმარება
მაიკლ ჯორდანი ბაჰამის კუნძულებს მილიონი დოლარით დაეხმარება

ბაჰამის კუნძულებზე დამანგრეველი ქარიშხალის, „დორიანის“ შემდეგ, ზარალის დათვლა დღემდე მიმდინარეობს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ეს ყველაზე მაშტაბური სტიქია იყო ბაჰამების კუნძულების ისტორიაში.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ლეგენდამ მაიკლ ჯორდანმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს დამანგრეველი სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში. პლანეტის საუკეთესო კალათბურთელი ბაჰამების აღსადგენად მილიონ ამერიკულ დოლარს გადარიცხავს.

`შოკირებული ვარ, როდესაც ვუყურებ თუ რა მოხდა ბაჰამის კუნძულებზე. მე ამ შესანიშნავ ადგილას სახლი მაქვს და ბაჰამების ხშირი სტუმარი ვარ. ჩემი სული და გული ახლა ყველა ბაჰამელის გვერდშია. იქ მცხოვრები ხალხი ძალიან ძლიერია და მე მწამს, რომ ამ უბედურებას გაუმკლავდებიან“, – განაცხადა ჯორდანმა.

შეგახსენებთ, რომ მაიკლმა წინა წელს ქარიშხალ „ფლორენსის“ შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ორი მილიონი ამერიკული დოლარი გამოჰყო. „დორეანის“ შედეგად, ბაჰამის კუნძულებზე მცხოვრები 70,000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, 50 კი დაიღუპა.