ცნობილი განელი ფეხბურთელი, ჩელსის ყოფილი ნახევარმცველი მაიკლ ესიენი აზერბაიჯანში გააგრძელებს კარიერას – ის კლუბ საბაილის წევრი გახდა.
ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა საბაილის ოფიციალურმა ვებგვერდმა. 36 წლის ესიანმა ბაქოს გარეუბნის გუნდთან 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმა ხელშეკრულება. აზერბაიჯანულ გუნდს გამოცდილი ფეხბურთელი უფასოდ ერგო.
„მე ფეხბურთელი ვარ და კიდევ მინდა თამაში. ინდონეზიის შემდეგ, ფეხბურთის გარეშე ვრჩებოდი. ბაქოში შევხვდი საბაილის აღმასრულებელ დირექტორს და მან გამაცნო კლუბის სამომავლო გეგმები. ამან მიმიზიდა. ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, ეს ახალი გამოწმევაა“, – მოჰყავს ესიენის სიტყვები აზერისპორტს (Azerisport.com).
კარიერის განმავლობაში, ესიენი თამაშობდა ბასტიაში, ლიონში, ჩელსიში, რეალში, მილანში, პანათინაიკოსსა და პერსიბ ბანდუნგში.
ნახევარმცველს 58 მატჩი აქვს ჩატარებული განის ნაკრებში.