მაიკ ტერნერი - ვიდრე რუსეთი პრეტენზიებს აცხადებს ყირიმსა და საქართველოს რეგიონებზე, მე მხარს დავუჭერ ქმედებებს, რომ რუსეთმა პასუხი აგოს
მაიკ ტერნერი - ვიდრე რუსეთი პრეტენზიებს აცხადებს ყირიმსა და საქართველოს რეგიონებზე, მე მხარს დავუჭერ ქმედებებს, რომ რუსეთმა პასუხი აგოს

რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ, მოსკოვი კვლავაც არის დესტაბილიზაციური ძალა რეგიონში, რადგან აგრძელებს უკრაინის ყირიმის ანექსიას, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი „ტვიტერზე“ წერს.

მისივე თქმით, რუსეთი კვლავ აძლიერებს კონტროლს ამ რეგიონებზე ხელშეკრულებებით მანიპულირების გზით, ისეთებით, როგორიცაა ღია ცის შეთანხმება, რათა შეზღუდოს სხვა სახელმწიფოების ფრენები და დაზვერვა არალეგალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„სწორედ ამის გამო, მე დავუჭერ მხარს აშშ-ის გასვლას ღია ცის ხელშეკრულებიდან. დღეს და ყოველთვის აუცილებელია, ვაღიაროთ, რომ რუსეთი ბოროტად იყენებს აშშ-თან გაფორმებულ შეთანხმებებს. ვიდრე რუსეთი აგრძელებს ღია ცის შეთანხმების დარღვევას, რათა შეზღუდოს დაზვერვა და ცრუ პრეტენზიებს აცხადებს ისეთ ტერიტორიებზე, როგორიცაა ყირიმი და საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მე მხარს დავუჭერ ქმედებებს, რომ რუსეთმა პასუხი აგოს“, – აცხადებს ტერნერი.