მაიკ ტაისონს სონი ბილ ვილიამსთან ბრძოლა სურს
მაიკ ტაისონს სონი ბილ ვილიამსთან ბრძოლა სურს

კრივის ლეგენდამ მაიკ ტაისონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რინგზე დაბრუნება და ერთი საჩვენებელი ბრძოლის ჩატარება სურს. მოგვიანებით, სოციალურ ქსელებში ტაისონისა და რაფაელ კორდეიროს ვარჯიშის კადრები გავრცელდა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ „რკინის მაიკი” რინგზე დაბრუნებას სრულიად სერიოზულად მიუდგა.

ცნობილია კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. ტაისონს, მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ, ახალ ზელანდიელ მორაგბესთან, სონი ბილ ვილიამსთან ბრძოლა შესთავაზეს.

შეგახსენებთ, რომ „რკინის მაიკი” 53 წლის არის. ვეტერანმა მოკრივემ ოსკარ დე ლა ჰოიიამ განაცხადა, რომ მაიკს მსგავსი დონის ბრძოლების ჩატარების ძალა აქვს. თუმცა, ტაისონმა განაცხადა, რომ ის განიხილავს სამ რაუნდიან საქველმოქმედო ბრძოლას და საქმეს დაიჭერს მხოლოდ ავსტრალიელ კრივის პრომოუტერ ბრაიან ამატრუდასთან.

რაც შეეხება სონი ბილ ვილიამსს, ახალ ზელანდიელმა მორაგბემ კრივის კარიერა 2015 წელს დაიწყო და შვიდიდან შვიდი ბრძოლა მოიგო.