სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა დაასახელა თანამედროვე კრივის წარმომადგენლები, რომელთა ბრძოლები ყველაზე მეტად აინტერესებს.
„სასიამოვნოა ლომაჩენკოზე დაკვირვება, კარგია დევინ ჰეინი, ასევე შაქურ სტივენსონი. ის პატარა ბიჭის ბალტიმორიდან ასევე წესრიგშია (ლაპარაკია ჯერვონტ დევისზე), ეროლ სპენსი ძალიან მახარებს, კროუფორდიც. ბევრი კარგი მებრძოლია. პატარა ბიჭი რაიან გარსია – იშვიათად „ცხელი“ მებრძოლია“, – განაცხადა ტაისონმა.
54 წლის მაიკის ანგარიშზე 50 მოგება და ექვსი მარცხია. ის უახლოეს ორთაბრძოლას როი ჯონსის წინააღმდეგ ჩაატარებს.