ინტერნეტში გაჩნდა ლეგენდარული ამერიკელი მოკრივის მაიკ ტაისონის მორიგი ვარჯიშის ვიდეო.
მასში 54 წლის ტაისონი დარტყმებს ამუშავებს თავის მწვრთნელთან ერთად. „რკინის მაიკის“ ერთ-ერთმა დარტყმამ კინაღამ ნოკაუტში ჩააგდო მისი მწვრთნელი.
28 ნოემბერს ტაისონი საკრივო ორთაბრძოლას ჩაატარებს როი ჯონსის წინააღმდეგ.
ბოლოს მაიკი რინგზე 2005 წლის 11 ივნისს იყო, როცა ტექნიკური ნოკაუტით წააგო კევინ მაკბრაიდთან. ამის შემდეგ, ამერიკელმა კარიერა დაასრულა.