მაიკ ტაისონისა და როი ჯონსის ბრძოლაში სპეციალური ქამარი გათამაშდება
მსოფლიოს საკრივო საბჭომ (WBC) ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონების მაიკ ტაისონისა და როი ჯონსის ჩხუბისთვის სპეციალური ქამარი დაამზადა. მასზე დატანილია რასიზმის წინააღმდეგ მიმართული ცნობილი ლოზუნგი – Black Lives Matter („შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“).
აღნიშნავენ, რომ ბრძოლის დროს გამოყენებული იქნება ქულების დათვლის დისტანციური სისტემა. მსაჯების რანგში სამი ჩემპიონი გამოვა – თითოეულს მოგვიანებით წარუდგენენ საზოგადოებას. თითოეულ რაუნდს შეაფასებენ და შედეგები გამოცხადდება. კალიფორნიის შტატის ათლეტურმა კომისია გააკონტროლებს ბრძოლის ჩატარებას.
ბრძოლა ტაისონსა და ჯონსს შორის კალიფორნიის შტატის ქალაქ კარსონში 28 ნოემბერს გაიმართება.
https://www.instagram.com/p/CG0izrZBQD6/?utm_source=ig_web_copy_link