მაიკ ტაისონი - ტაისონ ფიურიმ მითხრა, რომ საგამოფენო ბრძოლას გავმართავთ #1TVSPORT
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა განაცხადა, რომ სურს სპარინგის ჩატარება WBC-ის ჩემპიონთან ტაისონ ფიურისთან.
„ბოლო ბრძოლაში როი ჯონსის წინააღმდეგ ყველა რეკორდი მოვხსენი. მე ჩემს საუკეთესო წლებშიც რეკორდებს ვამყარებდე.
მინდა სპარინგის გამართვა ტაისონ ფიურისთან. მან მითხრა, რომ თუ ასე მძლავრად გავაგრძელებ, ჩვენ საგამოფენო ორთაბრძოლას გავმართავთ“, – განაცხადა მაიკ ტაისონმს BJ Penn-თან კომენტარში.
შეგახსენებთ, რომ ტაისონმა როი ჯონსთან საგამოფენო ბრძოლა 2020 წლის ნოემბერში ჩაატარა. შეხვედრა ფრედ დასრულდა.