მაიკ ტაისონი როი ჯონსთან ბრძოლისთვის მიღებულ ჰონორარს ქველმოქმედებას მოახმარს
კრივის ლეგენდა მაიკ ტაისონი რინგს უბრუნდება. ამის შესახებ 54 წლის მოკრივემ უკვე ოფიციალურად განაცხადა.
12 სექტემბერს „რკინის მაიკი“ 8-რაუნდიან საგამოფენო ბრძოლას ყოფილ მსოფლიო ჩემპიონ როი ჯონს ჯუნიორის წინააღმდეგ ჩაატარებს.
TMZ Live-თან მიცემულ ინტერვიუში ტაისონმა მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა:
„მე მთლიან თანხას, რომელსაც ბრძოლისთვის მივიღებ, სხვადასხვა სახის ქველმოქმედებას მოვახმარ. არავის მივცემ უფლებას, ისაუბროს ჩემზე, თითქოს ამ ბრძოლის საშუალებით დიდი თანხა გამოვიმუშავე და უფრო მდიდარი გავხდი. მე ჰონორარიდან ცენტსაც კი არ დავიტოვებ და ძალიან მიხარია, რომ ასე ვიქცევი“, – განაცხადა ტაისონმა.