მაიკ ტაისონი ბოლივუდში გადაიღეს #1TVSPORT
მაიკ ტაისონი ბოლივუდში გადაიღეს #1TVSPORT

ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივეს მაიკ ტაისონს დებიუტი ექნება ბოლივიდში.

55 წლის ტაისონს როლი აქვს ფილმში „ლიგრი“. ფილმი მომავალ წელს უნდა გამოვიდეს კინოეკრანებზე. ამერიკელი სურათში საკუთარ თავს თამაშობს.

ტაისონის ფილმში მონაწილეობის შესახებ გამოაცხადა მსახიობმა ვიჯაი დევარაკონდამ, რომელიც მთავარ როლს ასრულებს – მისი პერსონაჟი კიკბოქსიორია.

„ჩვენ გპირდებოდით სიგიჟეს! ეს მხოლოდ დასაწყისია. პირველად ინდურ ეკრანებზე. შემოუერთდით ჩვენს მასიურ სანახაობას – „ლიგრი“. ყველაზე მაგარი ადამიანი პლანეტაზე. კრივის ღმერთი. ლეგენდა, მხეცი, ყველა დროის უდიადესი! რკინის მაიკ ტაისონი“, – დაწერა „ტვიტერში“ დევარაკონდამ.

ტაისონს თავის სამსახიობო კარიერაში დაახლოებით 60 როლი აქვს, მაგრამ აქამდე ინდურ ფილმში არასოდეს გადაუღიათ.