მაიკ პომპეოსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
მაიკ პომპეოსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ წერს, სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა.

ლუკაშენკოსა და პომპეოს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს განხილული საკითხების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აღსანიშნავია, რომ 25 ოქტომბერს იწურება ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის ოპოზიციის მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა. ოპოზიცია ლუკაშენკოსგან პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებას, ძალადობის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო გამოსვლებისა და მასობრივი გაფიცვის განახლებას გეგმავს.

დატოვე კომენტარი