აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ნოემბერში მისი ვიზიტების, მათ შორის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ განცხადება გააკეთა.
„მე ძალიან პროდუქტიული ვიზიტი მქონდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და მიმდინარე კვირას, პარასკევს მე მივემართები საფრანგეთში, თურქეთში, საქართველოში, ისრაელში, ყატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და საუდის არაბეთში.
მოლაპარაკებები განსხვავებული იქნება. თითოეულ ქვეყანაში მრავალი განსხვავებული საკითხია განსახილველი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ შემთხვევაში, ეს მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება ამ ადმინისტრაციის ისტორიულ ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და თანამშრომლობისკენ“, – განაცხადა მაიკ პომპეომ ბრიფინგზე.
პომპეოს განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვევა.