მაიკ პომპეომ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში დაგეგმილი ვიზიტი ერაყში არსებული სიტუაციის გამო გადადო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში დაგეგმილი ვიზიტი ერაყში არსებული სიტუაციის გამო გადადო.
მაიკ პომპეო აღარ ესტუმრება უკრაინას, ბელარუსს, ყაზახეთს, უზბეკეთსა და კვიპროსს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ მაიკ პომპეო ვაშინგტონში უნდა დარჩეს, დააკვირდეს ერაყში არსებულ ვითარებას და უზრუნველყოს ახლო აღმოსავლეთში ამერიკელების უსაფრთხოება.
31 დეკემბერს, „კატაიბ ჰეზბოლას“ მომხრეები ერაყში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შენობის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. მათ ამერიკის დროშები დაწვეს. ინციდენტის შემდეგ საელჩოდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
ამის შემდეგ თავდაცვის მინისტრ მარკ ესპერის ბრძანებით, რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების დამატებითი ძალები გაგზავნეს.
„ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყნის ინტერესს დაიცავს მთელ მსოფლიოში, სადაც უნდა იმყოფებოდნენ ისინი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.