მაიკ პომპეომ დიდი ბრიტანეთი ჩინეთთან თანამშრომლობის გამო გააფრთხილა
მაიკ პომპეომ დიდი ბრიტანეთი ჩინეთთან თანამშრომლობის გამო გააფრთხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დიდი ბრიტანეთი ჩინეთთან თანამშრომლობის გამო გააფრთხილა. როგორც მაიკ პომპეომ ლონდონში ვიზიტისას განაცხადა, დიდი ბრიტანეთის და ჩინური კომპანია „ჰუავეის“ თანამშრომლობამ, შესაძლოა, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სფეროში ურთიერთქმედება შეაფერხოს.

„არასათანადო დაცვა ლონდონსა და ვაშინგტონს შორის გარკვეული ინფორმაციის გაცვლას ხელს შეუშლის. ეს არის ის, რაც ჩინეთს სურს, ის მოკავშირეებს ბიტების და ბაიტების საშუალებით ყოფს და არა – ტყვიების და ბომბების“, – განაცხადა პომპეომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან შეხვედრაზე.

„დაუსვით კითხვა საკუთარს თავს, დადუმდებოდა კი, რკინის ლედი მარგარეტ ტეტჩერი იმ სიტუაციაში, როდესაც ჩინეთი არღვევს სუვერენიტეტს, კორუფციითა და ზეწოლით?“- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ბრიტანული მედიის ცნობით, ტერეზა მეის მთავრობა დათანხმდა ჩინური კომპანია „ჰუავეის“ მონაწილეობას, გაერთიანებულ სამეფოში მეხუთე თაობის ინტერნეტის ქსელის შექმნაში. ლონდონმა ეს გადაწყვეტილება აშშ-ის გაფრთხილების მიუხედავად მიიღო.

თუმცა, როგორც პომპეოსთან შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, გადაწყვეტილება ჯერ საბოლოო არ არის.