მაიკ პომპეომ ჩრდილოეთ კორეის დელეგაციასთან ბირთვული განიარაღების დაწყების საკითხზე შეხვედრა გამართა

11:02, 07.07.2018

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჩრდილოეთ კორეის დელეგაციასთან ბირთვული განიარაღების დაწყების საკითხზე შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მაიკ პომპეო აშშ-ის პრეზიდენტს ტელეფონით უკვე ესაუბრა. მან ჩრდილოეთ კორეის მთავრობას უთხრა, რომ დონალდ ტრამპი მათ დიდ შესაძლებლობას აძლევს, რის სანაცვლოდაც ფხენიანის ბირთვული განიარაღება აუცილებელი პირობაა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკვე მეორე დღეა, რაც ოფიციალური ვიზიტით ფხენიანში იმყოფება. მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილება ამერიკელი ჯარისკაცების რეპატრიაციის საკითხი, რომლებიც გასული საუკუნის 50-იან წლებში კორეის ომში დაიღუპნენ.

მსგავსი