მაიკ პომპეო - თუ დადგინდა, რუსები ფულს სთავაზობდნენ ამერიკელებისა და დასავლეთის სხვა წარმომადგენლების მკვლელობისთვის, მათ უზარმაზარი ფასის გადახდა მოუწევთ
მაიკ პომპეო - თუ დადგინდა, რუსები ფულს სთავაზობდნენ ამერიკელებისა და დასავლეთის სხვა წარმომადგენლების მკვლელობისთვის, მათ უზარმაზარი ფასის გადახდა მოუწევთ

რუსეთს უზარმაზარი ფასის გადახდა მოუწევს, თუ დადგინდა, რომ ამერიკელი ჯარისკაცების ლიკვიდაციისთვის თალიბებს ფულს უხდიდა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, „რადიო თავისუფლებათან“ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ესაუბრა.

„არასდროს ვსაუბრობ აშშ-ის დაზვერვის საქმეებზე, მაშინაც კი, თუ ზოგიერთი ჟურნალისტი გადაწყვეტს, რომ რომ იციან, თუ რა ხდება სინამდვილეში. ჩვენ ვთქვით, თუ დადგინდა, რომ რუსები ფულს სთავაზობდნენ ამერიკელების, ასევე დასავლეთის სხვა წარმომადგენლების მკვლელობისთვის, მათ უზარმაზარი ფასის გადახდა მოუწევთ. სწორედ ეს გავუზაირე საგარეო საქმეთა მინისტრ, ლავროვს. ვიცი, ჩვენი სამხედროები ასევე ესაუბრნენ თავის ხელმძღვანელობას. ჩვენ ამას არ მოვითმენთ“, – აღნიშნა პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ისტორიულად რუსები თალიბანს აიარაღებდნენ და ამას ახლა ირანელები აკეთებენ.