მაიკ პომპეო - თანამდებობაზე დამტკიცებისთანავე, ჩავსხედით თვითმფრინავში და ბრიუსელში ჩამოვფრინდით
მაიკ პომპეო - თანამდებობაზე დამტკიცებისთანავე, ჩავსხედით თვითმფრინავში და ბრიუსელში ჩამოვფრინდით

თანამდებობაზე დამტკიცებისთანავე, ჩავსხედით თვითმფრინავში და აქ ჩამოვფრინდით. ამისთვის მიზეზი გვქონდა, ჩვენი მუშაობა და თანამშრომლობა ფასდაუდებელია,”- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დაწყებამდე.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან აუდიენციის შემდეგ, მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს აგრძელებს. ამ წუთებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მოკავშირე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება.

მინისტერიალის პირველი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობებზე მსჯელობას დაეთმო. ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთთან მიმართებით ალიანსი ერთიანია.

ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებით, რუსეთის მიმართ ორგანიზაციის წევრების პოზიცია უცვლელია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ აღდგება მანამ, სანამ რუსეთი მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარებს არ გაიყვანს.