მაიკ პომპეო მოსკოვის მიმართ უფრო მკაცრი დამოკიდებულების საჭიროებაზე ისაუბრებს
მაიკ პომპეო მოსკოვის მიმართ უფრო მკაცრი დამოკიდებულების საჭიროებაზე ისაუბრებს

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო დღეს დანიშნულ მოსმენაზე, სადაც სახელმწიფო მდივნის პოსტზე მისი კანდიდატურა უნდა დაამტკიცონ, მოსკოვის მიმართ უფრო მკაცრი დამოკიდებულების საჭიროებაზე ისაუბრებს. ამის შესახებ ექსპერტები აცხადებენ, რომლებმაც მის ჩვენებაზე იმუშავეს.

ტრამპმა ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტზე 13 მარტს წარადგინა, მას შემდეგ, რაც რექს ტილერსონი ამ თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ტრამპს პომპეოსთან კარგი ურთიერთობა აქვს და მიიჩნევს, რომ მათი აზრები ბევრად უფრო თანხვედრაშია, ვიდრე ეს ტილერსონის შემთხვევაში იყო, რომელიც მნიშვნელოვან საკითხებზე პრეზიდენტის შეხედულებებს უპირისპირდებოდა.