მაიკ პომპეო ინდოეთსა და პაკისტანს სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ინდოეთისა და პაკისტანის ხელისუფლებებს მოუწოდებს, თავიდან აირიდონ სამხედრო დაპირისპირება. პომპეო ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდა.
„ორივე ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს დავაფიქსირე შეერთებული შტატების პოზიცია, რომ ესკალაციის თავიდან აცილება გვსურს“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.
პაკისტანსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც 14 თებერვალს თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სადავო ქაშმირის რეგიონში 40 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანურმა დაჯგუფებამ აიღო. ინდოეთმა მომხდარში ისლამაბადი დაადანაშაულა. პაკისტანი თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.