მაიკ პომპეო - ევროპის ენერგოპოლიტიკა რუსეთზე დამოკიდებული არ უნდა იყოს
მაიკ პომპეო - ევროპის ენერგოპოლიტიკა რუსეთზე დამოკიდებული არ უნდა იყოს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან, მაიკ პომპეოს თქმით, აშშ-ს იმედი აქვს, რომ ევროპული ქვეყნების ენერგეტიკა რუსეთზე დამოკიდებული არ გახდება. ეს განცხადება ამერიკელმა დიპლომატმა ტელეკომპანია „არ-თი-ელ“ (RTL)-თან ინტერვიუს დროს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„აშშ-ს იმედი აქვს, რომ ევროპა სერიოზულად მიუდგება დივერსიფიკაციის საკითხს, ასევე ენერგოუსაფრთხოების თემას, რაც არ უნდა იყოს მიბმული რუსეთთან“, – განაცხადა პომპეომ.

მისივე თქმით, კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთი ყველა ბერკეტსა და ინსტრუმენტს გამოიყენებს, რომ ევროპას მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედება გაუჭირდეს.