მაიკ პომპეო - ჩინეთი თავისუფალი მსოფლიოსა და კანონის უზენაესობისთვის საფრთხეს წარმოადგენს
მაიკ პომპეო - ჩინეთი თავისუფალი მსოფლიოსა და კანონის უზენაესობისთვის საფრთხეს წარმოადგენს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთი თავისუფალი სამყაროსთვის საფრთხეს წარმოადგენს.

როგორც მაიკ პომპეომ აღნიშნა, ევროკავშირი ჩინეთის ქმედებებთან გასამკლავებლად ძალებს იკრებს.

„პეკინის ქმედებებით შეშფოთებულები ვართ და ამაში მარტო არ ვართ. ჩვენი პარტნიორები, კერძოდ ევროკავშირი ჩინეთის ქმედებებთან გასამკლავებლად ძალებს იკრებს. მე გასულ კვირას ვესაუბრე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე კოპენჰაგენში დემოკრატიულ ფორუმს. ისინი ნამდვილად ხვდებიან, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ჩინეთი თავისუფალი მსოფლიოსთვის და კანონის უზენაესობისთვის. ევროკავშირისა და ჩინეთის სამიტის შემდეგ, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, პრეზიდენტებმა, შარლ მიშელმა და ფონ დერ ლაიენმაც საჯაროდ გამოთქვეს შეშფოთება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მე აქამდეც ხმამაღლა ვსაუბრობდი“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა სატელეკომუნიკაციო ოპერატორები ჩინეთის კომუნისტური პარტიის ინფრასტრუქტურებს ემიჯნებიან და ჩინეთის მმართველი პარტიის სათვალთვალო, ჰუავეის მსგავსს კომპანიებთან თანამშრომლობას წყვეტენ.