მაიკ პომპეო - აშშ მზად არის, ბელარუსი ენერგორესურსებით 100 პროცენტით უზრუნველყოს
მაიკ პომპეო - აშშ მზად არის, ბელარუსი ენერგორესურსებით 100 პროცენტით უზრუნველყოს

აშშ მზად არის, 100 პროცენტით უზრუნველყოს ბელარუსი ენერგორესურსებით კონკურენტულ ფასებში, – ამის შესახებ ბელარუსში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა.

მაიკ პომპეოს თქმით, აშშ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მწარმოებელია და ბელარუსს შეუძლია, მიმართოს ყველაფერზე, რაც მას სჭირდება.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ოფიციალურ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს ბელარუსს იყოს სუვერენული სახელმწიფო და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება, ასევე კერძო სექტორის უფრო აქტიური განვითარება, დაეხმარება ბელარუსს, გამოავლინოს თავისი სავაჭრო პოტენციალი.

მაიკ პომპეოს თქმით, „აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბელარუსში უფრო ადრეც უნდა ჩასულიყო“.

თავის მხრივ, ბელარუსის პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მინსკში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ ყოფილი ხელისუფლებების უსაფუძვლო გაუგებრობების შემდეგ, კარგია, რომ ამერიკელი მაღალჩინოსანი ბელარუსს ესტუმრა. ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა და ამავე დროს, აღსანიშნავია ბელარუსისა და აშშ-ის ერთობლივი ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ, რომლის დროსაც ყოველი მესამე ბელარუსელი დაიღუპა.

ორსაათიან შეხვედრაზე, ლუკაშენკომ და პომპეომ უკრაინის აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ კონფლიქტის გადასაწყვეტად მთელი მსოფლიოს ჩართულობაა საჭირო.