აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ირანი „ალ-ქაიდას“ ახალი ბაზა გახდა. ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა სახელმწიფო მდივანმა ეროვნულ პრესკლუბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ალ-ქაიდამ“ ახალი ბაზა მოიპოვა – ეს ირანის ისლამური რესპუბლიკაა. ამგვარად, ბინ ლადენის ბოროტმა ქმნილება კვლავ მზად არის, მოიკრიბოს ძალა და მოიპოვოს შესაძლებლობები. ჩვენ უგულებელვყობთ ირანისა და „ალ-ქაიდის“ კავშირს ჩვენი რისკის საფუძველზე. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ეს და წინ აღვუდგეთ ამას“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ეს სიახლე ბევრი ამერიკელისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
მან ასევე დაადასტურა გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თეირანში „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერის, აბუ მუჰამედ ალ-მასრის ლიკვიდაციის შესახებ. ალ-მასრი ბრალდებულია 1998 წელს აფრიკის აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში აშშ-ის საელჩოებზე განხორციელებულ თავდასხმების ორგანიზებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ის ადასტურებს, რომ ალ-მასრი 7 აგვისტოს მოკლეს.