მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ-ის არჩევნებზე ზემოქმედებას რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნებიც ცდილობენ
მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ-ის არჩევნებზე ზემოქმედებას რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნებიც ცდილობენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ-ის არჩევნებზე ზემოქმედებას არა მხოლოდ რუსეთი, არამედ სხვა ქვეყნებიც ცდილობენ. ამის შესახებ პომპეომ კალიფორნიაში ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენს არჩევნებში რუსეთის ჩარევას დიდი ყურადღება ეთმობა. ცდებიან ის ლიდერები, რომლებიც მარტივად ფიქრობენ, რომ ჩვენს არჩევნებზე გავლენის მოხდენას მხოლოდ რუსეთი ცდილობს. არსებობს მრავალი აქტორი, რომლებიც აქტიურად  ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ამერიკის არჩევნებზე გავლენა, როგორ შეუძლიათ საკუთარი გავლენის გამოყენება, როგორ შეუძლიათ ჩვენი სისტემის არევა. თქვენ ყველამ იცით ეს“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

სიტყვით გამოსვლისას მაიკ პომპეოს არ დაუკონკრეტებია ის ქვეყნები, რომლებიც მისი აზრით, აშშ-ის არჩევნებში ჩარევას ცდილობენ. თუმცა სიტყვით გამოსვლის დიდი ნაწილი მან ჩინეთიდან მომდინარე გამოწვევებს დაუთმო. მან კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდა, იყვნენ ჭკვიანები ჩინეთთან ურთიერთობების დროს და არ დაუშვან, რომ მან ამერიკული ტექნოლოგიები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს.

დატოვე კომენტარი