მაიკ პენსი - აშშ-ის კონსტიტუციას ვინც უგულებელყოფს, არ უნდა იყოს პრეზიდენტი
მაიკ პენსი - აშშ-ის კონსტიტუციას ვინც უგულებელყოფს, არ უნდა იყოს პრეზიდენტი

აშშ-ის კონსტიტუციას ვინც უგულებელყოფს, არ უნდა იყოს პრეზიდენტი, – ეს განცხადება აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა აიოვაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრამპმა 2020 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ არჩევანის გაკეთება სთხოვა მასა და კონსტიტუციას შორის და აღნიშნა, რომ ვინც თავს დამფუძნებელ დოკუმენტზე მაღლა აყენებს, არ უნდა იყოს პრეზიდენტი.

„მჯერა, ვინც საკუთარ თავს აყენებს კონსტიტუციაზე მაღლა, არასდროს უნდა იყოს აშშ-ის პრეზიდენტი და ვინც სხვას სთხოვს, რომ ისინი დააყენოს კონსტიტუციაზე მაღლა, აღარასოდეს უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, – განაცხადა პენსმა.

63 წლის მაიკ პენსმა თავისი საარჩევნო კამპანია აიოვაში სიტყვით გამოსვლით ფორმალურად დაიწყო. ამგვარად, მაიკ პენსი რესპუბლიკელთა შიდაპარტიულ არჩევნებში დონალდ ტრამპის მეტოქე გახდა, რომლის პრეზიდენტობის დროს, 2017-2021 წლებში ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, გამოკითხვები აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპი რეიტინგით მას ბევრად უსწრებს.