მაიკ პენსი - აშშ კვლავ ძლიერად უჭერს მხარს უკრაინას ყირიმთან დაკავშირებით
მაიკ პენსი - აშშ კვლავ ძლიერად უჭერს მხარს უკრაინას ყირიმთან დაკავშირებით

აშშ კვლავ ძლიერად უჭერს მხარს უკრაინას ყირიმთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, მაიკ პენსს არ უსაუბრია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ დონალდ ტრამპი უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების შეწყვეტას განიხილავს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობა უფრო ძლიერი არასდროს ყოფილა.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით, მათ შორის ყირიმის მიმართ, და უკრაინის კანონიერი მოთხოვნების მიმართ“, – აღნიშნა პენსმა.

ვაშინგტონი კიევის მთავარი მოკავშირეა, რომელმაც ყირიმის ანექსიისთვის და უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის რუსეთს სანქციები დაუწესა.