მაიკ პენსი - აშშ-ი და პოლონეთი გააგრძელებენ მოკავშირეების მხარდამხარ დგომას ჩვენი საერთო თავდაცვისთვის
მაიკ პენსი - აშშ-ი და პოლონეთი გააგრძელებენ მოკავშირეების მხარდამხარ დგომას ჩვენი საერთო თავდაცვისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები და პოლონეთი გააგრძელებენ მოკავშირეების მხარდამხარ დგომას ჩვენი საერთო თავდაცვისთვის. ეს განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვარშავაში, მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„აშშ-ი და პოლონეთი გააგრძელებენ მოკავშირეების მხარდამხარ დგომას ჩვენი საერთო თავდაცვისთვის. ამავე დროს გააგრძელებენ მოწოდებას მოკავშირეებისადმი, შეასრულონ პირობა, რომელიც ერთმანეთს მივეცით, რომ ამერიკელმა და პოლონელმა ხალხმა იცოდეს – თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ერების ძლიერი ალიანსი არის საუკეთესო თავდაცვა ჩვენი თავისუფლებისთვის, ახლაც და ყოველთვის“, – განაცხადა მაიკ პენსმა.