მაიამის მასტერსი იტალიელმა ჩოგბურთელმა, იანიკ სინერმა მოიგო #1TVSPORT
10:07, 01.04.2024
მაიამიში 2024 წლის რიგით მეორე მასტერსის 1000-ქულიანი ტურნირი დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც იტალიელი ჩოგბურთელი იანიკ სინერი გახდა.
ფინალში სინერმა ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი ორ სეტში, 6:3, 6:1 დაამარცხა. ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედმა ჩემპიონმა უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვა და მეტოქეს წარმატების შანსი არ დაუტოვა.
22 წლის ჩოგბურთელისთვის ეს კარიერაში მე-13 მოგებული ტურნირია. მიმდინარე კვირიდან მან მსოფლიო რეიტინგში კარლოს ალკარასს გადაასწრო და ახლა მეორე პოზიციაზეა, სინერის წინ მხოლოდ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია.
შეგახსენებთ, რომ წლის პირველი 1000-ქულიანი მასტერსი, ინდიან უელსი ალკარასმა მოიგო. ჩოგბურთელები მალე ევროპაში გადაინაცვლებენ, სადაც ტურნირები თიხის საფარზე ჩატარდება.